საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაიას სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფებიან.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაიას სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფებიან.

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის განვითარების ყოველწლიურ ფორუმში. ფორუმზე დაგეგმილია საპარტნიორო ფონდის აღამსრულებელი დირექტორის სიტყვით გამოსვლა. 

ვიზიტის ფარგლებში შედგება ორმხრივი სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა იაპონურ ორგანიზაციებთან. კერძოდ, საპარტნიორო ფონდის და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელები შეხვდებიან იაპონიის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ასოციაციის “ROTOBO”-ს დირექტორს ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე დაგეგმილია შხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) გენერალურ დირექტორთან, სადაც მხარეები განიხილავენ და დაგეგმავენ საქართველოში უახლოეს მომავალში საქართველო-იაპონიის ბიზნეს–ფორუმის ჩატარების შესაძლებლობას, რომელშიც მონაწილეობას წამყვანი იაპონური კომპანიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ.
კოვზანაძისა და პერტაიას ვიზიტი იაპონიაში 25 აპრილამდე გასტანს.