მარკეტინგულმა კომპანიამ Global Idea და გაზეთმა The FINANCIAL ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს Golden Brand 2012 – ს უმასპინძლა. Golden Brand 2012-ზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს საქართველოს ბაზარზე არსებული ყველაზე წარმატებული კომპანიები. „ნაბეღლავი“ იყო არაალკოჰოლური სასმელების ერთადერთი მწარმოებელიკომპანია, რომელმაც რჩეული ბრენდის ტიტული მიიღო.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გავხდითGolden Brand-ის ჯილდოს მფლობელები მინერალური წყლის ნომინაციაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნაბეღლავი სტაბილურად ინარჩუნებს პოპულარული და რჩეული ბრენდის სახელს. კმაყოფილები ვართ შედეგითა და ერთგული მომხმარებლის მხარდაჭერით, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია „ნაბეღლავის“ სტაბილურად მაღალი ხარისხითა და გამორჩეული გემოთი,“ - აღნიშნა „წყალი მარგებელის“ დირექტორმა გია გოგოლაძემ.
საუკეთესო ბრენდების ყოველწლიური, რიგით მერვე დაჯილდოვების ცერემონიალი 17 აპრილს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. უკვე მერვე წელია პროექტი Global Idea, გაზეთი The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი სავაჭრო ნიშნის ცნობადობის ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მნისვნელოვანია, რომ წელს ბრენდების საქმიანობასა და მიღწეულ წარმატებებს ბაზარზე 200-მდე ექსპერტი აფასებდა.