დღეს თბილისის იუსტიციის სახლს აზიის განვითარების ბანკისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანების დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციაში აზიის ეკონომიკური სექტორის გარდა, გაერო-ს განვითრების პროგრამისა და ეუთო-ს მისიის წარმომადგენლები არიან ჩართული.
იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები იუტიციის სახლის, საბაჟო და სასაზღვრო სექტორის, ბათუმის პორტისა და შემოსავლების სამსახურების მუშაობის სპეციფიკის გაცნობასა და ქართველი კოლეგებისთვის მუშაობის საკუთარ პრაქტიკის გაზიარებას გეგმავენ.
"იუსტიციის სახლი" სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს 300-ზე მეტი სახის მომსახურება. მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის ლოდინის საშუალო დრო ორმოცდახუთი წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს. ამჟამად იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. ყოველდღიურად თბილისის, გორის, ოზურგეთის, გურჯაანის, თელავის, ქუთაისის რუსთავის, ბათუმის, ყვარლის, მარნეულის, ახალციხისა და მესტიის იუსტიციის სახლებში მომსახურებას 20 000-მდე მომხმარებელი იღებს", - აცხადებენ იუსტიციის სახლში.
2012 წელს იუსტიციის სახლი სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარჯვებული გახდა.