სახალხო პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის და პოლიტიკური სპექტრის უარყოფითი დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლებისადმი არავის არ აძლევს უფლებას საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებას შეუწყოს ხელი. მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, არც ერთ შემთხვევაში არ უხსნის რუსეთის ხელისუფლებას პასუხისგებლობას საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში. საერთაშორისო თანამეგობრობამ და რუსეთის ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს ქართული საზოგადოების მკაფიო პოზიცია . საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა, მით უმეტეს, მთავრობის წევრების, საბაბი არ მისცეს რუსეთს თავისი დანაშაულებრივი ქმედების გასამართლებლად, მკაცრად დაგმოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და იბრძოლოს საქართველოს დეოკუპაციისთვის.