PayPal-ი თიბისი ბანკის ბარათების მფლობელებისათვის უკვე გააქტიურებულია!
დღეიდან თიბისი ბანკის ყველა ტიპის პლასტიკური ბარათი უკვე შეგიძლიათ მიაბათ PayPal-ის სისტემას, რაც მოგცემთ საშუალებას, აიხდინოთ ოცნება და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი ისეთი ვებ-მაღაზიიდან, რომელზეც მანამდე ხელი არ მიგიწვდებოდათ.
www.paypal.com არის გადახდის საშუამავლო სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მოახდინოთ ონლაინ შეძენა მეტად უსაფრთხოდ ან უბრალოდ იყიდოთ ისეთი ვებ- მაღაზიიდან, რომელზეც საქართველოში დამზადებული პლასტიკური ბარათები არ მიიღება და ფუნქციონირებს მხოლოდ PayPal გადახდის სისტემით.
დღემდე paypal-ის ვებ - გვერდზე, ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ შედიოდა. ამიერიდან, შესაძლებელია შეხვიდეთ www.paypal.com-ზე, აირჩიოთ საქართველო, დარეგისტრირდეთ და უშუალოდ საიტიდან მიაბათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათი paypal-ის სისტემას. ეს თქვენ მოგცემთ საშუალებას, გააკეთოთ შენაძენი ისეთი საერთაშორისო პოპულარული ვებ მაღაზიებიდან, როგორებიცაა eBay, Walmart, overstock.com და ა.შ.
paypal-ის გადახდის სისტემა ფუნქციონირებს როგორც შუამავალი თქვენს ბარათსა და ვებ- მაღაზიას შორის. paypal-ზე ბარათის მიბმის შემთხვევაში, ვებ- მაღაზია, რომლიდანაც აკეთებთ შენაძენს მიმართავს paypal-ს, ხოლო paypal-ი მას აწვდის იმ ბარათის მონაცემებს, რომელიც მიბმულია მის სისტემაზე.
შესაბამისად, paypal-ით გადახდა თქვენ გაძლევთ უნიკალურ შანსს, განახორციელოთ ონლაინ შოპინგი ნებისმიერი ვებ-მაღაზიიდან, რომელიც იღებს paypal-ის გადახდებს, ნებისმიერ დროს, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და დაცულად. ამისათვის, თქვენ გჭირდებათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათი,paypal-ის საიტზე რეგისტრაცია და სასურველი ნივთი თქვენს ხელშია!
სასიამოვნო ინტერნეტ შოპინგს გისურვებთ!