შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, იუვალ ფუქსს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ-ეკონომიკური კვლევისა და ანალიზის დირექტორი ბენჟამინ კრასნა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იაფთა კურიელი. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა იუვალ ფუქსს შს სამინისტროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.