შსს-ს განცხადება

შსს-ს განცხადება

27 მარტს, გამთენიისას, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 35-ე კმ-ზე, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონის სამმართველოს უფროსი ნუგზარ ლომიძე და მისი მოადგილე თენგიზ წივწივაძე სოფელ წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.

თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი „მერსედესი"-სა და „ტოიოტა ლენდკრუიზერი"-ს მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც „ტოიოტა ლენდკრუიზერი", რომლითაც პოლიციელები მოძრაობდნენ, გზის უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადავიდა და ბეტონის გზისგამყოფს რამდენჯერმე დაეჯახა.

შეჯახების მიზეზების დასადგენად, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახებს.