სოფლის მეურნეობის მინისტრმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს იანაგისავა კაეს სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარება გააცნო.
მინისტრის თქმით, დღეს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულია არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე. დავით კირვალიძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რის წინაშეც დღეს დგას ქართული სოფელი. „წლების განმავლობაში ჩვენ ყველანი ვხედავდით, როგორ ტოვებდა სოფელს მოსახლეობა. დღეს ხელისუფლების ამოცანაა, შექმნას ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ გლეხი დაუბრუნდეს საკუთარ კერას და ღირსეული შრომით შეძლოს თავისი ოჯახის რჩენა“ - განაცხადა მინისტრმა. მან სტუმარს მთავრობის ხედვა გააცნო და იმ ძირეულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც დარგის შემდგომი განვითარების მიზნით იგეგმება.
იანაგისავა კაემ დადებითად შეაფასა მთავრობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები. „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დაინტერესებულია რეიოგნში სოფლის მეურნეობის განვითარებით. სააგენტო შეისწავლის იმ ახალ რელობას, რომელიც დღეისათვის შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში და უახლოეს მომავალში ხელისუფლებას კონკრეტული თანამშრომლობის გეგმას შესთავაზებს“, - განაცხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორმა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ ინტერესისთვის, რომელსაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართ.