საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადება

საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადება

 1999 წლის 21 იანვრის პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში დაწესდა ქართველი მესაზღვრის დღე და უკვე მე-14 წელია ეს პროფესიული დღესასწაული აღინიშნება ქვეყანაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქართველ მესაზღვრეებს სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ- დაიცვან სამშობლოს საზღვრები.ამ ხნის განმავლობაში მრავალი მესაზღვრე შეეწირა სამშობლოს კეთილდღეობისთვის, მრავალმა გამოიჩინა მამაცობა და გმირობა სამშობლოს საზღვრების დასაცავად. სამარადჟამოდ დარჩებიან ზეციური საქართველოს მეომრებად დაღუპული მესაზღვრეები. გვჯერა, რომ ქართველი მესაზღვრეები მომავალშიც სამაგალითო იქნებიან სამშობლოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

საქართველოს გენერალთა კლუბი ულოცავს  შსს-ს და ქართველ მესაზღვრეებს  პროფესიულ დღეს. მადლი და კურთხევა არ მოგკლებოდეთ უფლის და წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში.

საქართველოს გენერალთა კლუბის გამგეობა