პოლიტპატიმართა გათავისუფლება საქართველოში

პოლიტპატიმართა გათავისუფლება საქართველოში

ერთობლივი პრეს-რელიზი

პარიზი, თბილისი

2013 წლის 17 მარტი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში მიესალმებიან 190 პოლიტპატიმრის გათავისუფლებას 2013 წლის 12 იანვარს მიღებული საქართველოს კანონის ფარგლებში ამნისტიის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შემდგომი რეფორმების გატარებისაკენ მართლმსაჯულების სისტემაში.

2009 წლის ანგარიშში: „ეკლების ვარდების შემდეგ“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოში გამოიყენეს პოლიტიკური პატიმრების სტატუსის დადგენის ევროპის საბჭოს კრიტერიუმები ასეთი პატიმრების არსებობის ხაზგასასმელად საქართველოში. ეს კვლევა კონცენტრირებული იყო 8 საქმეზე, რომლებშიც ხაზგასმული და შესწავლილი იყო პოლიტიკური დევნის ნიშნები. ორი პატიმარი, რომელთა სტატუსიც დადგინდა ამ კვლევაში, გაათავისუფლეს ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში, ხოლო დანარჩენებმა დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებები სასჯელის ვადის ამოწურვისთანავე, ამ კანონის მიღებამდე.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში განიხილავენ ამ პოლიტპატიმართა გათავისუფლებას, როგორც სამართლის აღდგენისაკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ორგანიზაციები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ პატიმართა ნაწილი აცხადებს, რომ მათი მსჯავრდებაც პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას შემდეგისაკენ:

შეიქმნას სპეციალური კომისია პოლიტიკური პატიმრების შესახებ ამნისტიის კანონის ამოქმედებამდე გათავისუფლებულ პოლიტპატიმართა საქმეების შესასწავლად და მათთვის შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად, რაც ესოდენ არსებითია მათი რეაბილიტაციისათვის;

შესაძლო პოლიტპატიმართა საქმეების შემდგომი გამოძიება;

მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმა, რათა ადგილი არ ჰქონდეს პოლიტპატიმართა საქმეებს მომავალში;

საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ ინსტრუმენტებთან (კერძოდ - სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) შესაბამისობის უზრუნველყოფა.