აბანოთუბანის არქიტექტურულ გარემოს განახლებული სასტუმრო დამატებით ღირებულებას შემატებს
მაისის ბოლოს, ძველ თბილისში, მეტეხის ხიდთან ახლოს, დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - აბანოთუბანში ყოფილი „ტიფლისი პალასის“ რენოვაცია დასრულდება. შენობას, რომლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2011 წლის ბოლოს დაიწყო, აზერბაიჯანელი ინვესტორი 2010 წლიდან ფლობს. ახალი მესაკუთრე შენობის განახლებასა და მიმდინარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, წლის ბოლომდე მრავალ მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
თბილსის ისტორიული უბნის იერ სახის შენარჩუნების, დედაქალაქის ინტერესების გათვალისწინებითა და მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანელი ინვესტორის მიერ შემოთავაზებული შენობის რენოვაციის პროექტი ჯერ ქართველ არქიტეტორთა ჯგუფა შეისწავლა. ინვესტორმა შენობის განახლების გადაწყვეტილება მათი შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მიიღო. შენობისთვის ღირებულების შენარჩუნება და გარემოს გაუმჯობესება მისთვის პრიროტეტულ მიმართულებად იქცა.
მნიშვნელოვანია, რომ შენობის რენოვაციის პარალელურად მიმდებარე ტორიტორიის ინფრასტურუქტურის მოსაწყობად შესაბამისი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სასტუმროს წინ განთავსებული სკვერის კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა ინვესტორმა რამდენიმე წელია აიღო თავისთავზე და სოლიდური თანხაც დახარჯა. სკვერმა, რომელიც სასტუმროს ახალ მეპატრონეს სარგებლობაში გადაეცა გამწვანდა, დასუფთავდა და გალამაზდა. შენობის გვერდით მდებარე, ნგრევის პირას მისული კიბე, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს და არ უწევთ შემოვლითი გზების გამოყენება, ახლიდან აშენდა და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
სასტუმროსთვის ახალ ინვესტორს სახელი ჯერ არ შეურჩევია. როგორც კომპანიაში აცხადებენ მასზე სრულ ინფორმაციას გაზაფხულის მიწურულს შევიტყვობთ. თუმცა ამ ეტპაზე ცნობილია, რომ სასტუმროს ძველი ფუქნცია შეუნარჩუნდება. 46 მაღალი დონის ნომერი და სამი რესტორანი, სხვადასხვა ტიპის სამზარეულოთი. ახალი სასტუმროს ახალი პატრონი ყველა სტუმარს უმაღლესი დონის მომსახურებას პირდება. გარდა ამისა, მონატრებული ვერანდა, საიდანაც ძველი თბილისის საუკეთესო ხედი იშლება, განახლებული სახით იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც შენობა გამორჩეული იქნება, ფასადის მოპირკეთებისთვის გამოყენებული ქართული აგურია, რომელიც ახალმა ინვესტორმა ქართველი არქიტექტორების რჩევით გამოიყენა.
განახლებული სასტუმრო ტურისტებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს.