სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონპროექტის განიხილვას დაესწრო. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს სოფლის მომავალი და სტიმული უნდა მისცეს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ინიცირებული კანონპროექტი კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მინიჭებას და შეწყვეტას, ასევე მათი საქმიანობის გარანტიებს ითვალისწინებს.
აღნიშნულ კანონპროექტთან ერთად, ავტორმა წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, საგადასახადო კოდექსში, გრანტებისა და მეწარმეთა შესახებ კანონებში ცვლილებები შედის.
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
კომიტეტის წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას მხარი დაუჭირეს და იგი პარლამენტის ბიუროს წარედგინება.