მოძრაობა "დააბრუნე" და რეპრესირებული ბიზნესმენები დღეს, 19 მარტს 14.00 საათზე, კანცელარიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.
ისინი მთავრობის წინაშე დააყენებენ საკითხს სამართლიანობის აღდგენის კუთხით ძალისხმევის გაძლიერებასთან დაკავშირებით. მოითხოვენ, წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონების დაბრუნების საკითხის გადასაწყვეტად სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნის მიზნით კონსულტაციების დაწყებას შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან და საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას.