მთავრობის მიერ დაწყებული ახალ პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ - ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხვალ, 19 მარტს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში (კახეთის გზატკეცილის 38-ე კმ, „შუშებიანი შენობა“) მედიასთან შეხვედრას გამართავს. დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ერთი საათით ადრე.
პროექტი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა სახელმწიფო მმართველობაში, მთავრობის მუშაობა გახადოს უფრო ღია და გამჭვირვალე, საზოგადოებას გააცნოს სხვადასხვა უწყების მუშაობის შედეგები და ტრადიციად აქციოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი. პროექტი „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ითვალისწინებს ინტერაქტიულ შეხვედრებს, როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლებთან.