შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ფოთში პოლიციის ახალ შენობა გახსნა.
ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ფოთის განყოფილება, დაცვის პოლიციის სამმართველო, დროებითი მოთავსების იზოლატორი და სხვა ქვედანაყოფები განთავსდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთში დღემდე მოქმედ ოთხ საპატრულო ეკიპაჟს კიდევ ერთი ეკიპაჟი დაემატება.