შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში, 1969 წელს დაბადებული დავით ზ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა სოფელ ვალეში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს: 1749 ცალი 7,62 მმ კალიბრის და 54 ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, 6 ხელყუმბარა, 30 სასიგნალო მოწყობილობის ელექტროდეტონატორები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი და ხელყუმბარის ამფეთქი 9 მექანიზმი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.