პეტიცია აგრარული უნივერსიტეტის დასაცავად

პეტიცია აგრარული უნივერსიტეტის დასაცავად

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებამ,აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ჩვენი შეშფოთება გამოიწვია.

მიგვაჩნია,რომ ის მცირეოდენი ხარვეზები,რომლებსაც დაეფუძნა საბჭო ამ გადაწყვეტილების მიღებისას და რომელთა უმეტესობა უკვე აღმოფხვრილი იყო განხილვის დროს,არ იძლევა საფუძველს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებისა. აგრარულმა უნივერსიტეტმა არაერთხელ დაამტკიცა,რომ ის არის საქართველოში ყველაზე განვითარებულ უმაღლეს სასწავლებელთა რიგში,როგორც ინფრასტრუქტურულად,ისე სწავლის ხარისხით.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ათასობით სტუდენტი კვალიფიციური დიპლომის გარეშე და ფაქტიურად ქუჩაში დატოვა,რაც უკვე თავისთავად ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია.დაუშვებელია პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხად უმაღლესი სასწავლებლის და ზოგადად განათლების სისტემის გამოყენება,ეს არის კატასტროფული ნებისმიერ დროს ნებისმიერი მმართველობისთვის და ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება,რომელიც ჩვენი ღრმა და საფუძვლიანი ეჭვით,პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.

ჩვენ,ქვემოდ ხელის მომწერნი მოვითხოვთ სასწრაფოდ აღუდგეს ავტორიზაცია აგრარულ უნივერსიტეტს და სტუდენტებს მიეცეს საშუალება სწავლის გაგრძელებისა დსა განათლების მიღების.