ბაზარზე

ბაზარზე "ქართულის" ნიშნით ციტრუსის ნატურალური წვენები "ლივო" შემოდის

თბილისის სავაჭრო ობიექტებში ახალი ქართული, ციტრუსის ნატურალური წვენები "ლივო" გამოჩნდება.

ნატურალური წვენები აჭარაში, "ციტროს" ქარხანაში იწარმოება, რომელიც "მილენიუმის" პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. საწარმო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ციტრუსის დამუშავება თანამედრო ტექნოლოგიების საშუალებით შეუძლია.

პირველ ეტაპზე სავაჭრო ქსელებში ლიმონის, ფორთოხლის, წითელი ფორთოხლის, ალუბლის და ციტრუსი ატმით (მიქსი) წვენები გაიყიდება, 1 ლიტრიან შუშის შეფუთვებში. მომავალში დაგეგმილია ციტრუსის მიქსის (ციტრო), ქლიავის, ასკილის, ტომატის და სხვა ქართული ხილისგან დამზადებული ნატურალური წვენების წარმოება. ზაფხულში ქსელში წვენები 250 გრამიან შუშის შეფუთვებშიც გამოჩნდება. "ლივოს" ბრენდით მომავალში ციტრუსის ჯემების წარმოებაც განხორციელდება.

"წვენი პირდაპირი გამოწურვის მეთოდით არის მიღებული და პასტერიზირებულია, რაც უზრუნველყოფს ხილის ყველა ვიტამინის და სასარგებლო თვისების შენარჩუნებას. წვენებს განსაკუთრებული არომატი აქვს და თითქმის ფრეშის სეგმენტში გადის. ქარხანა მხოლოდ აჭარაში მოყვანილ ციტრუსზე მუშაობს" - აცხადებენ კომპანიაში.

"ლივო" "აირჩიე ქართულის" სავაჭრო ნიშნით იწარმოება, რომელიც "გაყიდვების მართვის კომპანიის" მიერ არის შექმნილი. პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით კომპანია "ევრო ფუდი" განახორციელებს. სარეალიზაციო ქსელში ყველა სახეობის წვენი 1 ლიტრიან შეფუთვაში 4 ლარი ეღირება.