ბრიტანულ-ინდური კონსორციუმის კომპანია

ბრიტანულ-ინდური კონსორციუმის კომპანია "Trans Electrica"-ს და საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

კომპანია "Trans Electrica"-ს წარმომადგენლები საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ხუდონჰესის პროექტის განმხორციელებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ხუდონჰესის პროექტის მიმდინარეობის  შესახებ. კომპანია "Trans Electrica"-ს დირექტორთა საბჭოს სურვილია აქტიურად ითანამშრომლოს ქართულ მეცნიერულ წრეებთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან.

საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ინსტიტუტის 80 წლიან გამოცდილებაზე წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, საინჟინრო ნაგებობათა უსაფრთხოების, საიმედოობისა და რისკებთან დაკავშირებულ მათ გამოცდილებაზე. ასევე გამოითქვა მოსაზრებები, რომ ინსტიტუტის ლაბორატორიული ბაზა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხუდონჰესის პროექტის განხორცილების დროს სხვადასხვა პროცესების  ფიზიკური მოდელირებისთვის.

მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და შეთანხმდნენ, რომ ხუდონჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია "Trans Electrica"-სა და საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის.