„სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის“( სხდომის ოქმიN5, ქ.თბილისი, 2012 წლის 25 დეკემბერი) გადაწყვეტილებით:
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესწავლის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს დავით ებრალიძე -საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
ვთხოვთ ბატონ დავითს მიაწოდოს ინფორმაცია ათასობით დაზარალებულს - რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი, რა შედეგზე გავიდა დღეის მდგომარეობით სამუშაო ჯგუფი. ასევე გვაცნობოს პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორები (მათი არსებობის შემთხვევაში).
ინფორმაციის მიწოდების სასურველი ფორმაა ტელეეთერი, ან ფინანსთა სამინისტროს ფბ-ს გვერდი.
პატივისცემით, ცენტრ „ერთობის“ მიმართულების კოორდინატორი ლაშა გეგეჭკორი