რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნა 20 მარტს დასრულდება

რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნა 20 მარტს დასრულდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით - 59 მუნიციპალიტეტში, რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები იქმნება, სადაც 250 კვალიფიციური სპეციალისტი დასაქმდება. 

დღეს, 5 მარტს სრულდება რაიონულ სამსახურებში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი - ტესტირება, რომელიც 28 იანვარს დაიწყო. იუსტიციის სამინსტროს სასწავლო ცენტრში დღეს ჩოხატაურის რაიონიდან 50-მდე კონკურსანტი გაივლის ტესტირებას. შერჩეული წარმატებული კანდიდატები საკონკურსო კომისიასთან გადიან გასაუბრებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე იუსტიციის სასწავლო ცენტრში ბოლო ტესტირების პროცესს დაესწრო.

“აღნიშნული სამსახურების ჩამოყალიბების მთავარი მიზანია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ქვეყანაში მასშტაბური პროგრამების შესახებ რაიონების მაქსიმალური ინფორმირება და ადგილზე ეფექტურად განხორცილება. ამ ეტაპზე - სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების წარმატებულად განხორციელება“, - გაანცხადა დავით შერვაშიძემ.

ტესტირების შემდეგ, ყველა კანდიდატმა, ვინც ტესტირების დროს გადალახა მინიმალური ზღვარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კონკურსის მეორე ეტაპს - გასაუბრებას გაივლის. მხოლოდ ამის შემდეგ, საგამოცდო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები რაიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს დაიკავებენ.

კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება 11 თებერვალს დაიწყო და 15 მარტს დასრულდება. შესაბამისად მთელი საქართველოს მასშტაბით რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნა 20 მარტს დასრულდება.

ამ ეტაპზე რაიონული სამსახურები უკვე დაკომპლექტდა შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი - მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა; შიდა ქართლი - კასპი, ქარელი, გორი, ხაშური; კახეთი - გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა;

ყველა რაიონში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფორმირებით, გლეხებსა და ფერმერებებს საშუალება მიეცემათ ადგილზე მიიღონ კვალიფიციური, უფასო კონსულტაცია. ასევე რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გლეხებისა და ფერმერების საქმიანობისა და საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს კონკრეტული რაიონისთვის სასოფლო-სამეურნეო პრიორიტეტის მიხედვით.

თითოეულ მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში არანაკლებ 5-6 ადამიანი დასაქმდება.

განაცხადების მიღება 16 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ საკონკურსო კომისიამ 8 ათასამდე განაცხადი განიხილა.