ხვალ, 5 მარტს, 11:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე იუსტიციის სასწავლო ცენტრში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის ბოლო ტესტირების პროცესს დაესწრება.
იუსტიციის სამინსტროს სასწავლო ცენტრში 5 მარტს ჩოხატაურის რაიონიდან 50-მდე კონკურსანტი გაივლის ტესტირებას.
მისამართი: გორგასლის ქ. #24. იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი (პროკურატურის შენობაში)