მიმდინარე წლის თებერვალში, მოსკოვში გამართულ საკვები პროდუქტების და სასმელების მე-20-ე საერთაშორისო გამოფენაზე, „ქართული ლუდის კომპანიის“ - მიერ წარმოებულმა პროდუქტმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და 2013 წლის საუკეთესო პროდუქტად იქნა აღიარებული.
გამოფენაში მონაწილეობდა 63 ქვეყნის 2200-მდე კომპანია მათ შორის. რაც შეეხება არაალკოჰოლური სასმელების წარმოებას, გამოფენაში აღნიშნული სექტორიდან მონაწილეობას იღებდა 121 მწარმოებელი.
„ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოფენაზე წარდგენილი იყო მსხლის, ლიმონის, საფერავის, ტარხუნის და ნაღების ლიმონათები. აქედან ორმა პროდუქტმა მსხლის და საფერავის ლიმონათმა ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო დანარჩენი 3 პროდუქტი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
ეს არის პირველი და უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ერთი კომპანიის მიერ წარმოებული, გამოფენაზე წარდგენილი, ყველა პროდუქტი უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ლუდის კომპანია ბაზარზე 2012 წლის აპრილიდან გამოჩნდა და ამ დროისათვის ლუდსა და ლიმონათს აწარმოებს.