რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, თითქოს "თიბისი ბანკი" რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - "ალფა ბანკმა" შეიძინა.
"თიბისი ბანკი" ამ ინფორმაციას უარყოფს.
"გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ "თიბისი ბანკი" არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს მოლაპარაკებას წილის გასხვისების თაობაზე ალფა ბანკთან, თუ ნებისმიერ სხვა უცხოურ ბანკთან" - ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში.