პრეზიდენტმა დაცვის სამსახურიდან 1000 თანამშრომელი და 20 მილიონი ლარი მოითხოვა

პრეზიდენტმა დაცვის სამსახურიდან 1000 თანამშრომელი და 20 მილიონი ლარი მოითხოვა

 

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თემურ ჯანაშია ანზორ ჩუბინიძემ შეცვალა.

პრემიერის ბრძანებას წინ უძღოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის დაცვა 350 ადამიანით, ბიუჯეტი კი 7 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა.

საქართველოს პრეზიდნეტის განკარგულებაშია: მისი პირადი, მეუღლის, შვილების და დამატებით მიხეილ სააკაშვილის დედის უსაფრთხოების დაცვა; რეზიდენიცების სრული დაცვა; ბრონირებული VIP მანქანები; ესკორტის 2 ეკიპაჟი სრული შემადგენლობით; 4 ექიმი რეანიმატოლოგი; კვების 4 ექიმი; ოპერატიული და ოპერატიულ- ტექნიკური სამსახური; სვლა-გეზის სამსახური, ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს, პირადი დაცვის გარდა, შსს, თავდაცვის, დაზვერვის, სპეცტექნიკის და ქალაქებში კეთილმოწყობის სამსახურები მოემსახურება.

საქართველოს დაცვის სპეციალური სამსახურის შემადგენლობა 2850 თანამშრომლით, ბიუჯეტი კი 42 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება.

პრეზიდენტის მხარემ, კომისიის სხდომაზე, აღნიშნული სამსახურიდან 1000 თანამშრომელი და 20 მილიონი ლარი მოითხოვა. სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ არგუმენტად დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების დიდი რაოდენობა, გაზრდილი რისკები და მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი აგრესია დაასახელა. მან ბიუჯეტში ხალხის მიერ გადახდილი თანხით, მოსახლეობისგან პრეზიდენტის დაცვა ითხოვა. ბიუჯეტიდან თანხა ჯანაშიამ, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებისას გზის სავალი ნაწილებოს გადაკეტვაც მოითხოვა.

კანონის ამოქმედებამდე, საქართველოს პრეზიდენტს კვლავ სახელმწიფო დაცვის ძველი შემადგელობა მოემსახურება.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ, ესტონეთში პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახური 57 ადამიანისგან შედგება, ლიტვასა და ლატვიაში კი დაცვის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა 300-ს არ აღემატება.

ბელგიაში, დანიასა და შვედეთში ქვეყნის პირველი პირების სპეციალური დაცვის სამსახურების თანამშრომელთა რაოდენობა 150-ზე ნაკლებია.

საქართველოს პრემიერ- მინისტრი თბილისში 3-4 ავტომანქანით გადაადგილდება, რეგიონებში კი ამ რაოდენობას 1 მანქანა ემატება იმ დროს, როდესაც პრეზიდენტის განკარგულებაშია 10-12 მანქანა.

ბიძინა ივანიშვილის გადაადგილებისას არ იკეტება ქუჩები, პრემიერი ითხოვს მხოლოდ საგზაო წესების დაცვას.