აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო რესურსი გამოუყო.ხელშეკრულება მხარეებს შორის დღეს თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაფორმდა. დოკუმეტს ხელი თიბისი ბანკისგენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციების მთავარმასპეციალისტმა, რაინერ ჰარტელმა მოაწერეს.

ხუთწლიანი საკრედიტო რესურსით თიბისი ბანკი საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს. ხელშეკრულების ფარგლებში ასევე შესაძლებელია მიკროსესხების დაფინანსება თიბისი ბანკისშვილობილი კომპანიის, ბანკი კოსტანტას მეშვეობით.

,,მნიშვნელოვანია, რომ თანხა თბილისის გარდა, რეგიონებსაც მოხმარდება. შევეცდებით, მცირე და საშუალო ბიზნესისწარმომადგენლებს საპროცენტო განაკვეთები უკეთეს პირობებში შევთავაზოთ, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი.საკრედიტო რესურსი მოხმარდება როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, ნაწილი კიმიკროსესხებზე გადანაწილდება. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკთან ჩვენითანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში დაგვეხმარება.სესხების გაცემაში ჩაერთვება ბანკის შვილობილი ბანკი - "კონსტანტა", რომლის საშუალებით მცირე მეწარმეებისთვისსესხის გამოყოფა აქართველოს რეგიონებში მოხდება. გარდა დამტკიცებული 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისსესხისა, აზიის განვითარების ბანკი ასევე უზრუნველჰყოფს ტექნიკურ დახმარებას, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ბანკისსერვისებს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ბიზნესის განვითარებისითვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანწინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ აზიის განვითარების ბანკში. საფინანსო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს არისაზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ნაკლებად მომსახურებადი რეგიონებისთვის გამოყოფილი პირველისესხი.

,,აზიის განვითარების ბანკის დახმარება უზრუნველყოფს ფინანსების ხელმისაწვდომობას ნაკლებად განვითარებულიდა ღარიბი რეგიონებისთვის. აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და სოფლისმეურნეობაში, ტურიზმში, ასევე სამშენებლო და მომსახურების სფეროებში რეგიონული მოსახლეობის ჩართულობასადა დასაქმებას", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციების მთავარმა სპეციალისტმა რეინერ ჰარტელიმ.

აზიის განვითარების ბანკი 1996 წელს დაარსდა და მსოფლიოს 48 რეგიონიდან 67 წევრ ქვეყანას აერთიანებს. მისიმიზანია აზიასა და წყანარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირება.საქართველო მისი წევრია 2007 წლიდან.

2007 წლიდან ბანკის მიერ საქართველოში პროგრამების დასაფინანსებლად 1.1 მილიარდ დოლარზე მეტიადამტკიცებული. აღნიშნული თანხიდან 163 მილიონი აშშ დოლარი კერძო სექტორის პირდაპირი დაფინანსებისთვისგამოიყო.