საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართულ კონსულტაციებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. პარლამენტის თავმჯდომარის, ბ-ნი დავით უსუფაშვილის, სპეციალური განცხადების მიხედვით, შეთანხმების რეალიზაციაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა ბოლო მომენტში დაყენებული იმ საკითხის გამო, რომელიც ითვალისწინებს ყოფილ საჯარო მოხელეთა უპირობო ამნისტიას.
ხსენებულმა უარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური და ზნეობრივი სახე - მათთვის მთავარია არა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა, არამედ წლების განმავლობაში ნაძარცვი ფულის გადარჩენა, დამნაშავეთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, ხოლო ამ გზით პარტიული რესურსებისა და მომხრეების შენარჩუნება. ასე ეწირება მანკიერ პარტიულ ანგარიშებსა და თვითგადარჩენის ინსტინქტებს სახელმწიფოებრივი ინტერესები... და ეს ყველაფერი ხდება "ნაციონალური მოძრაობის" მრავალწლიანი პროპაგადნის ფონზე, თითქოს სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა კორუფციის დამარცხება!
“ქართული აკადემია” გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამოიჩენს კანონისადმი პატივისცემას, გაითვალისწინებს საზოგადოებრივ ინტერესებს, იმედიან განწყობებს და სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდება ნაცმოძრაობის მიერ გაჩაღებული დესტრუქციისა და უტიფარი შანტაჟის ამ და სხვა გამოვლინებებს, საერთოდ, მიზანმიმართულად გააგრძელებს სამართლებრივ ქმედებებს ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის აღსადგენად.