მიხეილ სააკაშვილმა საირმე მოინახულა და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოს ტურისტული ზონების განვითარებაზე გაამახვილა. სააკაშვილის განცხადებით, კეთდება ბორჯომი, ახალციხე, აბასთუმანი, წყალტუბო, სულორი, რაჭაში შაორი, შოვი და უწერა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა ამით კურორტების რკალი შეიკვრება. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის ხელმისსაწვდომი უნდა იყოს.