საქართელოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების შტოების გამაერთიანებელ 4 იდეას ასახელებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
"მე ვხედავ ოთხ მთავარ იდეას, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს. 1. საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ექნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვექტორი და ვალდებულება. 2. საქართველოში უნდა იყოს კონსტიტუციური დემოკრატია, სადაც ხალხის ნებას დავემორჩილებით და კანონის ნებას და ინსტიტუტებს პარტიაზე მაღლა დავაყენებთ. 3. საქართველო უნდა იყოს ცივილიზებული ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს არ ექნებათ კრიმინალებისა და კორუმპირებული თანამდებობის პირების შიში. 4. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი ქვეყანა, სადაც მძიმე შრომა, ინოვაცია და მეწარმეობა გახდება წარმატების საშუალება. პარტიული იდეები ეს არ არის. ეს არის ნაციონალური იდეები", - განაცხადა პრეზიდენტმა.