რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის პროცესში ქართულმა მხარემ "იუნესკოს" ექსპერტების ჩართვა უნდა უზრუნველყოს.
"საქართველოს ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ამ პროცესში ჩაერთოს, არის "იუნესკოს" ექსპერტები და ალბათ, კულტურის სამინისტრო ამ მიმართულებით იმოქმედებს. ჩვენ ეს ბერკეტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ტაძრები არის უნიკალური და ამას ხაზი გაუსვა თავად ბატონმა ანქვაბმაც", - განუცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს აფხაზების დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადების კომენტირებისას.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე მოქვის, ილორის და ბედიის ტაძრების რეგონსტრუქცია იწყება.
ამასთან. კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ მხარეს აფხაზურ მხარეს დღეს დაუკავშირდება.