რუსთავში ზვიად ძიძიგურის შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ახალგაზრდა მამაკაცი გია თაბუკაშვილი, რუსთავის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატს პროვოკაციულ შეკითვებს უსვამდა. შეხვედრის მონაწილეებმა დახმარებისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს. ზვიად ძიძიგურმა სამართალდამცავებს შეხვედრების გრაფიკის მიწოდებას დაჰპირდა, რათა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.