გიგი უგულავამ ზეწოლაზე უნდა ისაუბროს იქიდან გამომდინარე, რომ თავს იცავს, - ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა იუსტიციის სახლში პრემიერისა და უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უხერხულია, როდესაც ერთი ძეხვის ქურდობისთვის ადამიანები ციხეში არიან, ხოლო ისინი, რომლებიც მილიონებს იპარავენ – ხელისუფლებაში.
"ვწუხვარ, რომ უგულავას თავი დასაცავი გაუხდა. მან თავი გამოიჩინა თბილისელების ხარჯზე უკანონო გარიგებებით. მათ შორის იმით, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა. არ შეიძლება ერთი ძეხვის ქურდი ციხეში გვყავდეს და ხელისუფლებაში იყოს ადამიანი, რომელიც მილიონებს იპარავს. ეს ცოტა უხერხულია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.