პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში, მკვლელებსა და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის კრიმინალებს იწყალებდა.
ამის შესახებ for.ge-ს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შეწყალების კომისიის დაკომპლექტების წესი ახლებურად განისაზღვრება.
ცაგარეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს კომისიაში ისეთი ხალხის ყოფნა არ აწყობს, რომლებიც გათავისუფლებული მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაციას გამოიტანენ.
„კომისიის დაკომპლექტების წესი შეცვალა და დეპუტატები თავისი მრჩევლებით ჩაანაცვლა“, - დასძენს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიაში დეპუტატები აღარ შევლენ და ძირითადად პრეზიდენტის მრჩევლებისგან დაკომპლექტდება. კომისიას კი, ისევ ელენე თევდორაძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება კომისიის წევრებს, შეწყალების დაკომპლექტების წესში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, კომისიის წევრები იქნებიან პრეზიდენტის მრჩეველები - ნინო კალანდაძე, ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მიტროპოლიტი თეოდორე, პროფესორი ზურაბ კიკნაძე, გაზეთ „24 საათის“ მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი და მწერალი გივი შაჰნაზარი.