ბიძინა ივანიშვილი - თურქეთი საქართველოს პატიმრების გაცვლას სთავაზობს

ბიძინა ივანიშვილი - თურქეთი საქართველოს პატიმრების გაცვლას სთავაზობს

თურქეთი საქართველოს პატიმრების გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დავოსში ვიზიტისას განუცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ "ასეთი საკითხების შესწავლას თავად არც კი ცდილობს" და დაინტერესებულ მხარეებს უწყებებში ამისამართებს. "მე უკვე შევხვდი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბოლო შეხვედრას მაია ფანჯიკიძეც ესწრებოდა. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. თუ შეიძლება პატიმრების გაცვლა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თურქეთში მოიხადონ სასჯელიო – ასეთი შეკითხვა იქნა დასმული. ეს ნორმალურია, მაგრამ მე არც კი ვცდილობ ასეთი საკითხები შევისწავლო და ვამისამართებ უწყებებში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.