გოკა გაბაშვილი: მიღებული რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტია

გოკა გაბაშვილი: მიღებული რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტია

საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტია, მიუხედავად, რომ ევროსაბჭოს არ გააჩნია ბერკეტები - რუსეთს ვალდებულებების შესრულება აიძულოს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

 მისი თქმით, ევროსაბჭოს ხმა ევროპაში საკმაოდ მნიშვნელოვანია და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკითხების გარშემო საზოგადოებრივ აზრს განსაზღვრავს და  პოლიტიკურ კონტექსტს აყალიბებს.

კანონმდებელის განმარტებით, პოლიტიკური კონტექსტის წინააღმდეგ წასვლა ისეთ ავტორიტარულ ქვეყნას, როგორიცაა -  რუსეთი შეუძლია, მაგრამ ეს შესაძლებლობები ყოველთვის არის დროებითი.

„რუსეთ-საქართველოს ომთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს ასეთი ტიპის ხუთი რეზოლუცია აქვს მიღებული. საქართველო ეროვნულ და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებს ბოლომდე დაიცავს. გარკვეულ ეტაპზე რუსეთს აუცილებლად მოუწევს  -  საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედოს“, - დასძენს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებოთ, გუშინ, ევროსაბჭომ 21 პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო.