უსუფაშვილი: პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება

უსუფაშვილი: პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განაცხადებით, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ,  საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება.

როგორც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში სპიკერმა აღნიშნა, საკითხზე ნაკლებად მოსალოდნელია რეფერენდუმის ჩატარება.

„რეფერენდუმის გზაც არსებობს, მაგრამ ეს არ მგონია მოხდეს. ვფიქრობთ, რომ  საკონსტიტუციო კომისია სწრაფად უნდა შეიქმნას, რომელიც არა მხოლოდ ამ საკითხს განიხილავს,  არამედ კონსტიტუციაში სხვა ბევრ მნიშვნელოვან დებულებას გამართავს. პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა გადაწყდეს არა მარტო კოალიციის შიგნით, არამედ პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით“, - აცხადებს სპიკერი.

უსუფაშვილის ინფორმაციით, გაზაფხულის განმავლობაში, კონსტიტუციაში ფუნდამენტური ცვლილებები მომზადდება და პარლამენტი მასზე ზაფხულში იმსჯელებს, ხოლო შემოდგომაზე ქვეყანას გამართული კონსტიტუცია ექნება.