სააკაშვილმა ფილარმონიაშიც და სხვაგანაც დათვური სამსახური გაუწია ვაშაძეს

სააკაშვილმა ფილარმონიაშიც და სხვაგანაც დათვური სამსახური გაუწია ვაშაძეს

„ინაუგურაციის პარალალელურად, ოპოზიციის მიერ აქციის გამართვაში პრობლემას ვერ ვხედავ, გააჩნია რა ფორმით ჩატარდება და ეს აქციის ორგანიზატორების გადასაწყვეტია. „რესპულიკური პარტია“ ამ აქციაში, როგორც წინა აქციებში, მონაწილოებას არ მიიღებს“, - ასე ეხმაურება „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას, რომელიც 16 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად უნდა გაიმართოს.

„ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას საარჩევნო სისტემის შეცვლასთან, კერძოდ, პროპორციულ წესზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ ინიციატივას ჩვენც მივესალმებით.  ეს არის ის მოთხოვნა, რის გარშემოც ოპოზიცია ერთიანდება.

„ჯერ ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს ნაბიჯები გადადგმული. იმედია, რომ გამარჯვების ეიფორია მალე გაუვლით და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მხარეებს შორის დიალოგი დაიწყება.

„რაც შეეხება სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ არ მიიღებს მონაწილოებას იმ აქციებში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მე ჩემი მოსაზრება გამოვხატე ჩემს „ფესბუქ“ გვერდზე და მხარი დავუჭირე, რადგან ერთმანეთს ემთხვევა.

„სადაც გამოჩნდა სააკაშვილი, ფილარმონიაში, თუ სხვაგან, ყველაგან დათვური სამსახური გაუწია ვაშაძეს, როცა თავად გრიგოლ ვაშაძეს არსად არ უთქვამს, რომ უწოდონ საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმაა