სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში რამდენიმე გვერდია შექმნილი (მაგალითად: http://wali.ge/), სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები.
ფინანსთა სამინისტრო მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ იმას, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge
ვებ გვერდი, სადაც მოქალაქეები საფინანსო ინსტიტუტების მიერ მათ შესახებ ინფორმაციას განათავსებენ 10 დეკემბერს 18:00 საათზე ამუშავდა.
ამ დროისთვის Vali.ge-ზე 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.
ჯამში კი, ვალების განულება საქართველოს 600 ათას ადამიანს შეეხება.