შეეხება თუ არა ვალების განულების პროგრამა სასამართლოში წასულ საქმეებს?

შეეხება თუ არა ვალების განულების პროგრამა სასამართლოში წასულ საქმეებს?

"ეს აქტი შეეხება ყველა საქმეს, იმის მიუხედავად, რა ეტაპზეა" - ამის შესახებ ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა.

"თუ განხილვა მიდის სასამართლოში, ბანკი მოახდენს სარჩელის დაკორექტირებას, წყდება სასამართლო განხილვა და მოვალეს სესხი ჩამოეწერება, თუ სასამართლო განხილვა უკვე დასრულებულია და უკვე დაწყებულია აღსრულების პროცესი, დაყადაღებულია კონკრეტული ქონება ან ბინა, აღსრულება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სესხი ჩამოიწეროს. ადამიანები, ვინც ამ საფრთხის წინაშე დგანან, უნდა შეეცადონ, რომ ორი კვირის განმავლობაში გადაწიონ პროცესი, რათა პროგრამა სრულყოფილად შეეხოთ. 15 დეკემბერს ამოქმედდება ვებგვერდი, რომელზეც ადამიანები პირადი მონაცემებით ნახავენ, მოხვდნენ თუ არა ამ პროგრამაში და რა რაოდენობით თანხა ჩამოეწერებათ. მათ შემდგომ შეეძლებათ მივიდნენ „კრედიტინფოში" და აიღონ ცნობა, რომ აღარ არიან ავადსახსენებელ „შავ სიაში"," - აღნიშნა ჯანიაშვილმა "პრაიმტაიმთან".