"თავისუფლების დაცვის" ცენტრის თავმჯდომარე ბესო კალაძე მთავრობის ინიციატივით ამოქმედებული საიტის - vali.ge-ს შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.
"ვალების ჩამოწერის პროგრამა წარმატებით ამოქმედდა. ძალიან ბევრი გახარებული ადამიანია. ყველაფერი წინ არის, ბევრი სასიკეთო ნაბიჯი", - წერს ბესო კალაძე.
ვალების განულების პროგრამისთვის შექმნილი ვებგვერდი Vali.ge გუშინ საღამოს ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გადაამოწმონ ინფორმაცია, იმყოფებიან თუ არა შავ სიაში. ბაზები ეტაპობრივად განახლდება.