"არაბო, ირანელო, თურქო და სხვა უცხოელო! არ შეიძინოთ მიწა" - იუსტიციასთან უცხოელებს აფრთხილებენ

იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე უცხოელებს აფრთხილებენ მიწა არ შეიძინონ. მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს ფურცლები წარწერით "არაბო, ირანელო, თურქო და სხვა უცხოელო! არ შეიძინოთ მიწა, თქვენ დაკარგავთ ფულს!". წარწერა ქართულ, არაბულ, სპარსულ და მალაიურ ენებზეა.

იუსტიციის სახლის წინ ქსენოფობიური აქცია გრძელდება, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა.