საშინელი ავარია აღმაშენებლის ხეივანზე - 32 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

საშინელი ავარია აღმაშენებლის ხეივანზე - 32 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა. 32 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.