"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა იმ აღიარებული ქართველი მუსიკოსების შესახებ, რომლებიც საპატიო სტუმრებად თელავში არიან მიწვეული. როგორც ქეთი მელუას ბაბუამ ამირან მელუამ განაცხადა, ქეთი მელუა საპატიო სტუმრად მშობლებთან ერთად დაპატიჟეს, მაგრამ თავად ქართველი მეგავარსკვლავი ვერ ახერხებს ჩამოსვლას. "ქეთი ჩამოსვლას ვერ ახერხებს, რადგან ევროპაში საკონცერტო ტურნე აქვს, სამწუხაროდ, ინაუგურაციას მოუცლელობის გამო ვერც მისი მშობლები დაესწრებიან", - გვითხრა ამირან მელუამ. მისი თქმით, ქეთის და მის მშობლებს ახლო მეგობრობა აკავშირებთ ლონდონში მოღვაწე სალომე ზურაბიშვილის ვაჟთან - თეიმურაზ გორჯესტანთან. ისინი ხშირად ერთმანეთს სახლებშიც სტუმრობენ.
ინაუგურაციაზე მიწვეულია მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე. ის ამჯერად პარიზში იმყოფებოდა და კითხვის ნიშნის ქვეშ არის საკითხი, მოახერხებს თუ არა ჩამოსვლას...
ქართველ პიანისტს და კომპოზიტორს, მუსიკალური ხელოვნების დოქტორს, ვენის კონსერვატორიის პროფესორს - გიორგი ლაცოს კარგად იცნობს მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოება. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, გერმანიაში საუკეთესო პიანისტთა ათეულში ელისო ვირსალაძე და გიორგი ლაცაბიძე მოხვდნენ... გიორგი ლაცაბიძე ლიხტენშტეინის პრინცესას პატრონაჟით ვენაში მოღვაწეობდა... მან მოსაწვევი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გამოააქვეყნა და ინაუგურაციაზე დასასწრებად უკვე ეწვია საქართველოს.