ეს ყველაფერი უკრაინის ყოფილი მოქალაქის – სააკაშვილის არაადეკვატურობაზე მიუთითებს

ეს ყველაფერი უკრაინის ყოფილი მოქალაქის – სააკაშვილის არაადეკვატურობაზე მიუთითებს

ეს ყველაფერი უკრაინის ყოფილი მოქალაქის არაადეკვატურობაზე მიუთითებს, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ის დამარცხებას არ შეეგუება.

„უკრაინის ყოფილმა მოქალაქემ, მიხეილ სააკაშვილმა, სამწუხაროდ, ვერ შეაფასა დამდგარი შედეგები. ეს ყველაფერი ვერ გააცნობიერა, რომ თავისი აქტივობით ყველაზე დიდად შეუშალა ხელი მხარდაჭერილ ჯგუფს. არ შეიძლება 18% წააგო არჩევნები და გამარჯვებაზე გქონდეს პრეტენზიები. ეს ყველაფერი უკრაინის ყოფილი მოქალაქის არაადეკვატურობაზე მიუთითებს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.