მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია

მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე Foreign Policy-ისხმაურიანი სტატიას ეხმაურება. სტატიაში საუბარი იყო  ქართული მხარის  მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატის დაბლოკვაზე.

როგორც ჟურნალისტებს თოთლაძემ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

როგორც ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა დაბლოკა. რადგან საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია. გამოცემა Foreign Policy-სთან მრავალმა ამერიკულმა და ქართულმა წყარომ ივარაუდა, რომ ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილის დგას, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამ ბრალდების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია.

ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. ამ დროისთვის, საქართველოს გარდა, ამერიკის ელჩი 50-მდე ქვეყანაში არ არის წარდგენილი ან დამტკიცებული.