ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩის კანდიდატურა დაბლოკა - Foreign Policy-ის ხმაურიანი სტატია

ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩის კანდიდატურა დაბლოკა - Foreign Policy-ის ხმაურიანი სტატია

ამერიკის ელჩის კანდიდატურას ბიძინა ივანიშვილი ბლოკავს - ამის შესახებ Foreign Policy-ის სტატიაშია ნათქვამი. საუბარია საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის განხილვაზე.

სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით პირდაპირ წერია, რომ მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

ვაშინგტონში ყოფილმა და მოქმედმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოცემას შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გამოცდილი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დამტკიცებაზე და ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს.

სტატიაში არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა.