საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური.
„ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს ფასს. პურის ფასი არ რეგულიდება. სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური. საბჭოთა კავშირი ახლა აღარაა, დაინგრა“, - განაცხადა ქობულიამ.
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი გაზრდილია, რასაც შეეძლო, საქართველოში პურის გაძვირებაზე გავლენა ექონია.
„დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის კუთხით. ჩვენ ამას გამოვიძიებთ და შევისწვალით. თუ იქნება რაიმე პრობლემა, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ. არის ჩვენ გადავხედეთ ინფორმაციას, თუ რა ხდება საერთაშორისო ბაზრებზე და ისეთი სიტუაცია არის, რომელსაც შეეძლო პურის ფასის მომატება გამოეწვია; მაგალითად, მსოფლიო ბაზრებზე გაძვირდა ხორბალი“, - აღნიშნა ქობულიამ.