საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამჟამინდელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის როლი შეაფასა:
"ემიგრანტებში არჩევნები მოვიგეთ 2/1-ზე, იმიტომ იქ არ გაჭრა მოსყიდვამ, დაშინებამ… რა ემიგრანტები უცხო პლანეტელები არიან?! ეს ხალხი ინახავს რეალურად საქართველოს. ეს ასახავს საქართველოში არსებულ განწყობებს. სხვათა შორის 2012-შიც და 2013-შიც ჩვენ უცხოეთში არჩევნები წავაგეთ.
მარგველაშვილი სრული არარაობაა, ცარიელი ადგილი, კაცი რომელმაც ყველას თავი დაამახსოვრა კარტოფილით და წინდების ქსოვით. მაგრამ ხომ არასდროს მითქვამს, რომ ის არ იყო პრეზიდენტი. თუმცა, სრული არარაობა და სირცხვილი იყო. ეს ქალი არ არის პრეზიდენტი, იმიტომ რომ არჩევნები მოიპარეს", – განაცხადა სააკაშვილმა.