"ზურაბიშვილს უცხოელებმა მიულოცესო, მერე რა, შევარდნაძესაც მიულოცეს, მაგრამ მე ფეხებზე დავიკიდე"

მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქ-ლაივის" დროს უცხოელების დამოკიდებულებაზე ისაუბრა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით:

"უცხოელებმა რომ მიულოცეს, დაწერეს დასკვნები, თქვენ გგონიათ, იანუკოვიჩს არ მიულოცეს? თქვენ გგონიათ, სარგსიანს არ მიულოცეს? რა არის ეს მონური მენტალიტეტი - უცხოელებმა მიულოცეს. თქვენ გგონიათ, ვარდების რევოლუციის დროს არ მოულოცეს შევარდნაძეს? და მე რა გავაკეთე, სულ ფეხებზე დავიკიდე იმათი მილოცვა და საქმე ბოლომდე მივიყვანე თქვენთან ერთად, თორემ უკვე საქართველო აღარ იქნებოდა. მაშინაც დაგვიწერეს დასკვნები, ახლა ბევრად უარესი დასკვნები დაწერეს, ვიდრე მაშინ. მაშინ ჩვენ გამოვედით და დავიცავით. ასე მიულოცეს სარგსიანსაც და სამ კვირაში სად იყო სარგსიანი? არსად, გაქცეულია რუსეთში, მგონი. ზუსტად ასევე იქნება საქართველოში, თუ ჩვენ ვიქნებით მაგრად“, – აღნიშნა სააკაშვილი.