ხოფერია ვაშაძეზე:

ხოფერია ვაშაძეზე: "აღარ მინდა ამ მკვდრების ყურება და მოსმენა"

აღარ მინდა ამ მკვდრების ყურება და სმენა”- ასე ეხმიანება ხათუნა ხოფერია გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელშიც ამბობს, რომ 16 დეკემბრის შემდეგ ისინი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებიან

"ესენი პარალელურ სამყაროში არიან ხო? იქ, სადაც პრეზიდენტი გრიშაა, საქართველოს მოქალაქეები- მიშა და კასტილიანი, საქართველო ვანოსია და თაკოსია, დედაქალაქი ლოპოტაა, სახელმწიფო ჰიმნი – "მიშა მაგარია", ამათი ყურება – კომფორტია, ამათი სმენა - ღვთის წყალობა!

უმორჩილესად მოვითხოვ, დამიბრუნეთ ჩემი საქართველო! აღარ მინდა ამ მკვდრების ყურება და სმენა! გეხვეწებით! დამიბრუნეთ მომავალი! აი, სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს ეს ყველაფერი", – წერს ხათუნა ხოფერია.